ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის პირველ ტურში, მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ინტერს უმასპინძლა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მე-14 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა და რეალი დააწინარა. 23-ე წუთზე, ინტერის კარი ფედერიკო ვალვერდემ აიღო და პირველი ტაიმი სამეფო კლუბმა კომფორტული უპირატესობით მოიგო. 77-ე წუთზე, კარლოს აუგუსტომ ერთ ბურთი გაქვითა, თუმცა, ნერაძურიმ მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლო და რეალმა 2-1 იმარჯვა.
რეალი 2-1 ინტერი
გოლები: 1-0 კილიან მბაპე (14'), 2-0 ფედერიკო ვალვერდე (23'), 2-1 კარლოს აუგუსტო (77')
ჩემპიონთა ლიგა, პირველი ტურის პირველი სათამაშო დღის შედეგები
აეკი 1-0 ლასკი
ბრიუგე 2-3 ასტონ ვილა
პორტო 0-2 მანჩესტერ სიტი
ლილი 2-3 ბეტისი
რეალი 2-1 ინტერი
დორტმუნდი 3-2 ვილიარეალი












