2026/2027 წლების საკლუბო სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა - ელ კლასიკო, მადრიდის რეალი ბარსელონას ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ბარსელონა VS რეალი | 23:55
ლა ლიგის მე-10 ტურისთვის რეალი არის მდევრის როლში, რადგან სეზონის დასაწყისში ორჯერ დამარცხდა. ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მეზობელ ატლეტიკოსა და სევილიაში ბეტისთან წააგო. შედეგად, მადრიდელთა ჩამორჩენა იდეალურ ფორმაში მყოფ ბარსასთან 6 ქულას შეადგენს.
დიახ, კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგის პირველ ცხრა ტურში ყველა მატჩში იმარჯვა. ცალკე გამოსარჩევია ბურთების ბალანსი და ანგარიშები, რომლითაც "ბლაუგრანა" იგებს. 39 გატანილი და 9 გაშვებული...ბილბაოს ატლეტიკთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, პრიმერა დივიზიონის ლიდერი ყოველ თამაშში მოწინააღმდეგეთა კარს მინიმუმ 3-ჯერ იღებს.
როგორც აღვნიშნეთ, ლა ლიგაში კამპ ნოუს ბინადრებს აქვთ 100-პროცენტიანი შედეგი, თუმცა ზოგადად, ერთი მარცხი უკვე მათ ანგარიშზეც არის. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გასულ ტურში ჰანსი ფლიკის შეგირდებმა პარი სენ-ჟერმენთან წააგეს. ბევრის აზრით, აღნიშნული წარუმატებლობით ბარსა ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვა.
რაც შეეხება დანაკლისს, "სამეფო კლუბს" არ ეყოლება ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოესი და რაულ ასენსიო, კატალონიურ გუნდს კი ანდრეას კრისტენსენი, დანი ოლმო და ჟიულ კუნდე. დღევანდელ შეხვედრას ბევრი უყურებს როგორც კილიან მბაპესა და ლამინ იამალის პერსონალურ დუელს, რომლებიც ბალონ დ'ორის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.
ყურადღების ცენტრში იქნება ჟოზე მოურინიოც, ვისთვისაც ბერნაბეუზე დაბრუნების შემდეგ ეს პირველი ელ კლასიკოა. წარსულში "ბლაუგრანაში" მომუშავე სელექციონერი, რომელიც შემდგომ აღნიშნული კლუბის ნამდვილ ანტაგონისტად იქცა. როგორც გვახსოვს, რეალის დამრიგებლის რანგში თავის სადებიუტო კლასიკოში პორტუგალიელი სპეციალისტი პეპ გუარდიოლასგან 0:5 განადგურდა.
ვნახოთ, როგორი იქნება მადრიდული გუნდის მწვრთნელის პირველი დაპირისპირება კამპ ნოუს ბინადრებთან უკვე დაბრუნების შემდეგ. ფავორიტებად მოიაზრებიან ფლიკის შეგირდები, შინაური კედლების ფაქტორისა და სეზონის ბრწყინვალე სტარტის გათვალისწინებით. სათქმელია ისიც, რომ კლასიკოს წინ, პსჟ-სთან წაგებამ ბარსას სუსტი წერტილები გამოააშკარავა.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 265-ე ოფიციალური მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 107-ჯერ იმარჯვა "სამეფო კლუბმა", ერთი მოგებით ნაკლები აქვთ კატალონიელებს, 51 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. უკანასკნელი 7 კლასიკოდან ბერნაბეუს მკვიდრებმა მხოლოდ 1 მოიგეს. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ რეალს "ბლაუგრანა" ასე მიუახლოვდა.
ამ დაპირისპირებას საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ მესი, ვინც მადრიდულ გუნდს კამპ ნოუს ბინადრების სახელით საერთო ჯამში 26 გოლი შეუგდო. არგენტინელი ფლეიმეიქერის შემდეგ, 18-18 ბურთით ალფრედო დი სტეფანო და კრიშტიანუ რონალდუ მოდიან.
კვირის მატჩის დღე
| ფორტუნა - ექსელსიორი | 15:15 | ერედივიზია |
| ინტერი - ფიორენტინა | 15:30 | სერია ა |
| კილი - დრეზდენი | 16:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ბილბაო - ხეტაფე | 17:00 | ლა ლიგა |
| შტურმი - რიდი | 17:30 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| ლივერპული - ბრაიტონი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ბორნმუთი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| ატალანტა - ფროზინონე | 18:00 | სერია ა |
| კადისი - სეუტა | 19:15 | ლა ლიგა 2 |
| ფრაიბურგი - ბაიერნი | 20:30 | ბუნდესლიგა |
| ლეჩე - იუვენტუსი | 21:00 | სერია ა |
| უდინეზე - მილანი | 23:45 | სერია ა |
| ბარსელონა - რეალი | 23:55 | ლა ლიგა |











