UFC 298-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაში ილია თოფურია და ალექსანდერ ვოლკანოვსკი შეხვდნენ ერთმანეთს. მებრძოლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ქართველმა მოქმედ ჩემპიონს ქამარი წაართვა.
"დღეს მოხუცივით ხარ ჩაცმული, რადგან იცი, რომ ბრძოლის შემდეგ კარიერას დაასრულებ და პენსიაზე გახვალ. მე UFC-ის თანამედროვე მებრძოლი ვარ და პირველივე რაუნდში გაგანადგურებ. კარგად უყურე მაგ ქამარს, რადგან ბოლოჯერ ხედავ" - ილია თოფურია.
"შეხედეთ ამ ბიჭს, ძალიან უნდა რომ კონორ მაკგრეგორი იყოს. გაჩვენებ, თუ რატომ ვარ დივიზიონში უკვე ამდენი ხანი დაუმარცხებელი და დიდებულ გაკვეთილს ჩაგიტარებ" - ალექსანდერ ვოლკანოვსკი.
ილია თოფურიას და ალექსანდერ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ორთაბრძოლა თბილისის დროით 18 თებერვალს, დილის 7 საათზე დაიწყება.