საუდის არაბეთის ლიგაში უახლოეს მომავალში ევროპული ფეხბურთის კიდევ ორი ვარსკვლავი გადავა. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ ალ-ჰილალს შეუერთდება ჟოაუ კანსელუ, მანჩესტერ სიტი კი მის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონს მიიღებს. გამოცდილი განაპირა მცველსა და რიადელებს შორის ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
პორტუგალიელი მარჯვენა მცველი არის "ქალაქელების" საკუთრება, თუმცა უკანასკნელი წელიწადნახევარი მან განათხოვრების წესით მიუნხენის ბაიერნსა და ბარსელონაში გაატარა. საბოლოოდ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ "ლურჯების" განაპირა მცველი არ გამოისყიდეს. ერთადერთი რეალური მსურველი მას საუდის არაბეთიდან გამოუჩნდა.
კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც უდიდესი ალბათობით წავა აზიაში არის პაულო დიბალა. ის უდიდესი ალბათობით ალ-ქადისიას შეუერთდება. საუბარია 3-წლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც არგენტინელი ფორვარდი 75 მილიონს მიიღებს.