პრედრაგ მიატოვიჩი ვინისიუს ჟუნიორის მადრიდის რეალიდან ლონდონის არსენალში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა. ვეტერანი მონტენეგროელი ფორვარდის აზრით, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის "სამეფო კლუბში" თუნდაც მე-2 ნომრად ყოფნა ჯობია სხვა ნებისმიერ გუნდში ლიდერად ყოფნას.
"ჯობია იყო მეორე ნომერი რეალში და იმყოფებოდე მბაპეს ჩრდილში, ვიდრე სხვა ნებისმიერ გუნდში ლიდერი იყო. ბევრჯერ მინახავს, თუ როგორ ტოვებდა მოთამაშე მადრიდს დაუფასებლობის გამო, მაგრამ 1 თვის შემდეგ, ხვდებოდი მას ლონდონში ან პარიზში და ის თავის გადაწყვეტილებას ნანობდა.
შეიძლება შემოგთავაზონ ორი ან სამი მილიონი ევროთი მეტი, თუმცა გაჭირვებაში ხომ არც "სამეფო კლუბში" ხარ, თუმცა გვიან აცნობიერებ, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს. ასე მოუვიდა იოზილსაც, როცა ის არსენალში გადავიდა", - განაცხადა ბერნაბეუს მკვიდრთა ექს-ფორვარდმა.











