ჯასტინ გეიჯის მენეჯერის, ალი აბდელაზიზის აზრით, ილია თოფურიას არ აქვს რევანშის მოთხოვნის უფლება ასეთ მოკლე დროში, რადგან მან ცოტა ხნის წინ წააგო. ეგვიპტელმა პრომოუტერმა დაამატა ისიც, რომ ამერიკელი მებრძოლი ქართველ მოწინააღმდეგეს 10-დან 9 შემთხვევაში მოუგებს.
"რევანშის მოთხოვნა არ არის ლოგიკური, რადგან თოფურია ცოტა ხნის წინ დამარცხდა. ისევ გეიჯი და ზედიზედ მეორე წაგება?! 10-დან 9 შემთხვევაში მოიგებს ჯასტინი და იცით რატომ? მან ილიას გასაღები უპოვა. მართალია, გამარჯვება შეეძლო მასაც, ახლოსაც იყო, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა.
დაზუსტებით ვამბობ, რომ რემატჩი არ შედგება, რადგან "ჰაილაითს" ზედიზედ მეორედ თოფურიას დამარცხება აბსოლუტურად არაფერს მისცემს. პრომოუშენი ილიას კიდევ ერთ განადგურებას არ დაუშვებს. საუკეთესო მებრძოლები? მახაჩევი და გეიჯი, უდიდესი ჩემპიონები", - განაცხადა ჯასტინისა და ისლამის მენეჯერმა.

















