რუსი ფეხბურთელი ალექსეი ბატრაკოვი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოსკოვის ლოკომოტივიდან გალათასარაიში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრიბს.
"ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მოეგო. პსჟ ძლიერი გუნდია, თუმცა ხვიჩას ინდივიდუალურმა თამაშმა ბევრი რამ გადაწყვიტა, რადგან ის ტოპ ფეხბურთელია.
ამასთან ერთად, როცა კვარაცხელია ლოკომოტივში თამაშობდა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ დროიდან ვადევნებ თვალს.
კვარაცხელია პირველ ადგილზე, მის გარდა კი სამეულში ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს შევიყვანდი", - განაცხადა ბატრაკოვმა.
21 წლის ბატრაკოვი მალევე იქცა გალათასარაის ლიდერად. თურქეთის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 ასისტია, ჩემპიონთა ლიგაზე კი უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.











