ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნგრეთის ნაკრებისა და ლივერპულის ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი გახდა, რომლის თამაში აღნიშნულ მატჩში საეჭვო იყო.
„100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშს შევძლებდი, თუმცა ექიმები ამაში ნაკლებად იყვნენ დარწმუნებულნი. დღითი დღე წინ მივიწევდი, საკუთარ თავზე ვიყავი კონცენტრირებული და მკურნალობას ვიტარებდი.
ერთი ვარჯიში ფეხის ტკივილით ჩავატარე. გახურების დროს კი კინაღამ თამაშზე უარის თქმაც გადავწყვიტე, რადგან ერთ-ერთი დარტყმის დროს ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. მაგრამ ამდენი გზა თუ გამოვიარე, გუნდს ხომ არ დავაღალატებდი. ახლა მკურნალობა თავიდან იწყება. სამშაბათისთვის კვლავ მზად უნდა ვიყო", - აცხადებს სობოსლაი.
ერთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს უნგრეთის ნაკრები ჩრდ.ირლანდიის, ხოლო საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.











