UFC 298-ის დასრულების შემდეგ, UFC-მ ყველა წონის საერთო (Pound-For-Pound) რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ილია თოფურიაც მოხვდა.
პირველი ქართველი ჩემპიონი Pound-For-Pound-ის რეიტინგში მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ისლამ მახაჩევს, ჯონ ჯონს, ლეონ ედვარდსა და ალექს პერეირას ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC 298-ზე ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.