VFL-ის პირველ ივენთზე გურამ ქუთათელაძე შეხვდა ჯერემი კენედის, ვისთანაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ეს იყო ქართველი მებრძოლის 1-ელი წაგება UFC-დან წასვლის შემდეგ. შეგახსენებთ, უკანასკნელ პერიოდში მან მოუგო ვიქტორ ჰიუგოს ACA 194-ზე, მოგვიანებით - კადირ დალკირანსა და ლუკას ალმეიდას Karate Combat-ზე.
გამოსარჩევია ისიც, რომ კანადელ მეტოქესთან ბრძოლაში "ვიკინგის" კუთხეში უკვე ტრადიციულად იმყოფებოდნენ ალექსანდრე თოფურია და ხამზატ ჩიმაევი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ პრომოუშენსა და მოწინააღმდეგესთან ჩაატარებს შემდეგ ჩხუბს 34 წლის მებრძოლი.













