საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი კარიერას გრანადაში გააგრძელებს. დინამო კიევსა და ესპანურ გუნდს შორის შეთანხმება 1-წლიან იჯარაზე შედგა, გამოსყიდვის უფლების გარეშე. 23 წლის ფეხბურთელს ესპანეთში ხვალ ელოდებიან, სადაც ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
წიტაიშვილის დამატებას კიდევ ორი კლუბი ცდილობდა, გერმანული ჰერტა და ფრანგული მეცი, თუმცა გიორგიმ ესპანურ გუნდზე გააკეთა არჩევანი.
გიორგიმ 2023/24 სეზონი დინამო ბათუმში გაატარა, სადაც ჯამში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 1 გოლის გატანა მოახერხა და 6 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.
გრანადა ლა ლიგა 2-ში წინა სეზონში დაქვეითდა — წიტაიშვილის მომავალი გუნდი ახალ სეზონს 15 აგვისტოს, ალბასეტეს წინააღმდეგ დაიწყებს.
ფოტო: ეროვნული ნაკრები.