საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
28 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.
ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრასსაქართველოს ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ევრო 2026-ის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ლარვიასთან წააგო, შემდგე კი ხორვატიასთან ფრედ ითამაშა.
საქართველო - საფრანგეთის მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








