საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
ერთა ლიგის შანსებზე
"მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ ვითამაშებთ, მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ასეთი დონის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია და ციკლი ისეთი შედეგით უნდა დავასრულოთ, რომელიც ყველას გაგვიხარდება."
4 მატჩი 10 დღეში
"ეს ყველასთვის რთული იქნება, მაგრამ როგორც მახსოვს, 3 წლის წინ იგივე შემთხვევა გვქონდა და ყველაფერი კარგად დასრულდა, ამიტომ გამოცდილება გვაქვს. ბიჭების მოტივაცია, ხარისხი და მზადება იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, მოედანზე არაფერს ვაკლებ და მოედანზე ყველაფერს პასუხი ამ 4 თამაშში გაეცემა."
თორნიკე კვარაცხელიაზე
"როცა გავიგე, რომ თორნიკე (ხვიჩა კვარაცხელიას ძმა) ახალგაზრდულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ძალიან გამეხარდა. ჭკვიანი ბიჭია და სულ აქვს კითხვები. მას ისეთ კარიერას ვუსურვებ, როგორიც სურს და იმედია, ჩემზე წარამტებული იქნება."
ოქროს ბურთზე
"ძალიან ვამაყობ, რომ ნომინანტებს შორის მოხვდი, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე და გამორჩეული სეზონი მქონდა. ჯორჯ ბესტთან შედარებას რაც შეეხება, მიხარია, რომ მას მადარებენ, რადგან ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. პატარა ქვეყანას წარმოვადგენ და ბევრი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ქართველი ფეხბურთელი იყოს ოქროს ბურთზე წარდგენილი. თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობ და ამით მადლობელი ვარ."
კარგი სტატისტიკა ბრიტანელების წინააღმდეგ
"ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, როგორ უნდა დავიხარჯოთ მოედანზე. სახელი, გვარები, გუნდები ჩვენთვის არაფერი ცვლის და ყველასთან იგივე მოტივაციით ვარ. შეიძლება რაღაც მატჩებში შედეგიანი არ ვარ, მაგრამ მთავარია, როცა მოედნიდან გამოვდივარ, ვიცოდე, რომ 100%-ით დავიხარჯე და ხვალინდელ მატჩშიც ასე იქნება."
გიორგი კვერნაძეზე
"კვერნა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ის არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უნდა სწავლა და განვითარება, რათა მწვერვალზე ავიდეს და დიდ წარამტებას მიაღწიოს. ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. მას აქვს ყველა თვისება, რომ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და იმედია, შრომას ასე გააგრძელებს."
















