ევროპის ტოპ 5 ლიგაში სეზონი დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ საპლეიოფო შეხვედრები და სერია ა-ში გადადებული თამაში ბერგამოს ატალანტასა და ფლორენციის ფიორენტინას შორის. სეზონის დასრულებასთან ერთად, მიმოვიხილოთ, თუ ვინ გახდა ევროპის წამყვან ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო გოლეადორი.
პირველ ადგილზე არის მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ჰარი კეინი, რომელსაც 32 შეხვედრაში 36 გოლო გაიტანა. მის შემდეგ მოდის კიდევ ერთი ბუნდესლიგელი: შტუტგარტის ფორვარდი, სერუ გირასი, 28 მატჩში გატანილი 28 ბურთით. 3-ეულს კი 27 გოლით ხურავს პარის სენ-ჟერმენის ლიდერი, კილიან მბაპე.
სრული 10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. ჰარი კეინი (ბაიერნი) - 36 გოლი, 32 მატჩში
2. სერუ გირასი (შტუტგარტი) - 28 გოლი, 28 მატჩში
3. კილიან მბაპე (პსჟ) - 27 გოლი, 29 მატჩში
4. ერლინგ ჰოლანდი (სიტი) - 27 გოლი, 31 მატჩში
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) - 24 გოლი, 33 მატჩში
6. ლუის ოპენდა (ლაიფციგი) - 24 გოლი, 34 მატჩში
7. არტიომ დოვბიკი (ჟირონა) - 24 გოლი, 36 მატჩში
8. ალექსანდერ სორლოტი (ვილიარეალი) - 23 გოლი, 34 მატჩში
9. კოულ პალმერი (ჩელსი) - 22 გოლი, 34 მატჩში
10. ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) - 21 გოლი, 30 მატჩში