ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს ტრავმით მოუწია ასპარეზობა.
"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. დღევანდელ შედეგს დადებითად შევაფასებდი, რადგან ნეკნის ტრავმა მქონდა და ტკივილგამაყუჩებლებით მოვახერხე ფინალში გასვლა."
"ძალიან მინდოდა ტიტულის დაცვა და კიდევ ერთი ისტორიის დაწერა, რისთვისაც მზად ვიყავი — ძალიან კარგი შეკრება გავიარე და მადლობა მინდა გადავუხადო გვერდში დგომისთვის ფედერაციას, სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტს გვერდში დგომისთვის."
"დღეს მოტივირებული ვიყავი იმისთვის, რომ საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა, მაგრამ ფინალში ტრავმის გამო ვეღარ მოვახერხე ჩემი ჭიდაობის ჩვენება და დავმარცხდი. ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ტიტულს დავიბრუნებ და კიდევ გავხდები მსოფლიო ჩემპიონი."
"ტრავმის მიუხედავად გუნდურ შეჯიბრებაში მივიღებ მონაწილეობას — ცოტა მეტკინება, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ" — ეთერ ლიპარტელიანი.











