აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიოანტის მესამე საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-57 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა — ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და ტიტული დათმო.
დღეს, ეთერ ლიპარტელიანის გარდა საქართველოს ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ნინო ლოლაძე (-57 კგ) იცავდნენ, თუმცა, ორივე მათგანი პირველ ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
ხვალ კი ტატამიზე საქართველოდან -81 წონით კატეგორიაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს — წინასწარი ორთაბრძოლები დილის 10 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18 საათზე აიღებს სტარტს.












