მერაბ დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში კვლავ იასპარეზებს. ქართველი ჰენრი სეხუდოს RAF-ის ღონისძიებაზე ისევ დაუპირისპირდება. რემატჩი 22 აგვისტოს, კლივლენდში შედგება. ეს იქნება მსუბუქი წონის საჩემპიონო ჭიდაობა.
ამავე ივენთზე იასპარეზებს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ქართველის მეტოქე ამერიკელი ჯესი მენდესი იქნება.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სეხუდო თბილისში გამართულ RAF-ის ივენთზე 11 ივლისს დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონთან გამარჯვება დაძაბულ დაპირისპირებაში შეძლო, ქართველი 0:8 აგებდა, თუმცა საბოლოოდ 11:8 გაიმარჯვა.











