თბილისში გამართულ RAF Georgia-ს მთავარ ორთაბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად "მანქანა" 8 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ, მან დაბრუნება შეძლო. რაც შეეხებათ სხვა ქართველ მოჭიდავეებს, გენო პეტრიაშვილმა მოუგო ჯეიკ ვარნერს, ლადო ხინჩეგაშვილმა - კონორ ბიბის, გივი მაჭარაშვილმა კი ზაკ ელამის.
დღეს არ გაუმართლა ვლადიმერ გამყრელიძეს, ვინც საჩემპიონო ორთაბრძოლაში ქამრის მოქმედ მფლობელთან, კაილ დეიკთან დამარცხდა. დღევანდელ ივენთზე ასევე მოიგო არმან ცარუკიანმა კუატ ხამიტოვის წინააღმდეგ, კაილ სნაიდერმა კი წარმატებით დაიცვა ქამარი აბდულრაშიდ სადულაევთან.
Merab Dvalishvili defeats 2008 Olympic champion and former two-division UFC champion Henry Cejudo, 11-8, at RAF Georgia.
— Saturday Night Lights (@WrestlingSNL) July 11, 2026
Merab’s relentless cardio took over late as he fed off a sold-out crowd that was going crazy for the hometown star. pic.twitter.com/LfsnHVynQG










