"იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ გიორგი ყურადღებას არ დაკარგავს და მხოლოდ გუნდის წარმატებაზე იფიქრებს. ის დიდი პროფესიონალია, რომელიც თავის საქმეს აკეთებს უმაღლესი სტანდარტით.
დარწმუნებული ვარ, მის მიმართ ინტერესი იქნება, მაგრამ ვიცი, რომ კონცენტრირებული იქნება ბოლო მომენტამდე. ფინანსურად ყველაფერი რიგზეა, ამიტომ აუცილებელი არაა იანვარში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა."















