ატლეტიკო მადრიდის აღმასრულებემა დირექტორმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა ხულიან ალვარესის შესახებ ახალი განცხადება გააკეთა.
"ჩემი პოზიცია ნათელია, კლუბის პოზიციაც ნათელია. ეს უკვე ვაცნობეთ ფეხბურთელს, მის წარმომადგენლებსა და ბარსელონას პრეზიდენტს.
ეჭვი არ მეპარება, რომ ხულიანისთვის მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ატლეტიკო მადრიდია, ხოლო თავად ხულიანი ჩვენი კლუბისთვუს იდეალური ცენტრალური თავდამსხმელია - ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს.
ჩვენ მისი გაყიდვა არ გვინდა. ჩვენ უარს ვიტყვით €100 მილიონზე, უარს ვიტყვით €150 მილიონზე და ასევე უარს ვიტყვით €200 მილიონზეც."
შეგახსენებთ, ხულიან ალვარესს ატლეტიკოს დატოვება და კარიერის ბარსელონაში გაგრძელება სურს, თუმცა ამ განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ გარიგების განხორციელება საკმაოდ რთული იქნება.















