მას შემდეგ, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო, ბარსელონამ ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა. ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, განიხილება თავისუფალი აგენტის დამატება და როგორც ირკვევა სიაში ორი ფეხბურთელია:
კეილორ ნავასი და
ვოიცეხ შჩესნი. კოსტარიკელმა მეკარემ კატალონიურ კლუბს თანხმობა უკვე განუცხადა, თუმცა ბარსელონაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.
რაც შეეხება პოლონელს, შჩესნიმ 2023/24 სეზონის ბოლოს, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის წარმომადგენლებს ბარსელონა დაუკავშირდა, 34 წლის მეკარე კარიერის განახლებაზე სერიოზულად დაფიქრდა. უახლოეს საათებში, მხარეებს შორის ახალი კონტაქტი შედგება, სადაც პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი.
დიდი ალბათობით, ბარსელონა კვირის ბოლომდე ახალ მეკარეს დაიმატებს.