ასტონ ვილაში მარკო ასენსიოსა და მარკუს რაშფორდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს

სეზონის ბოლოს ასტონ ვილა მარკუს რაშფორდის კონტრაქტში ჩაწერილ პუნქტს გააქტიურებს და 27 წლის ფეხბურთელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან €47 მილიონად გამოისყიდის. ხოლო რაც შეეხება მარკო ასენსიოს, იმის მიუხედადავ, რომ ესპანელი ნახევარმცველი ბირმინგემულ კლუბში მშრალი იჯარის წესით თამაშობს, პსჟ-ს უკვე აცნობეს, რომ ფეხბურთელის გამოსყიდვა იგეგმება. ფრანგული კლუბი 29 წლის ფეხბურთელს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებს.
მას შემდეგ, რაც მარკუს რაშფორდი ასტონ ვილაში გადაბარგდა, ინგლისელ ფორვარდს უკვე 5 საგოლე გადაცემა მოუგროვდა, ხოლო მარკო ასენსიომ უკვე 7 გოლის გატანა მოახერხა.














