საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის შანსებზე ისაუბრა.
"იმ წელს, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, ოქროს ბურთის გამარჯვებული როგორც წესი ამ ტურნირიდან ხდება ხოლმე. იმ მომენტში, როცა ეს კომენტარი გავაკეთე, ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ამ ტურნირზე ოლისე გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ოქროს ბურთის ფავორიტად დავასახელე.
მოგვიანებით, ყველაფერი საფრანგეთისთვის ცუდად დასრულდა. შესაბამისად, დღეს ფავორიტად ოლისე აღარ მიიჩნევა და უნდა შევხედოთ იმ მოთამაშეებსაც, რომლებიც მხოლოდ მუნდიალზე არ იყვნენ გამორჩეულები.
ასეთ დროს, ხვიჩა ოქროს ბურთის ფავორიტი ხდება, კეინთან და მბაპესთან ერთად. ოქროს ბურთის ტოპ 3 ჩემთვის ასეთია. იმედია, ხვიჩა მოიგებს.
ყოველთვის, როცა ხმის მიცემის უფლება მქონდა, ხმას ყოველთვის ხვიჩა ვაძლევდი ხოლმე, მაშინაც კი, იმსახურებდა თუ არა ამას იმ კონკრეტულ წელს.", - განაცხადა სანიოლმა.











