ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში გაიმართა ლივერპული - მადრიდის ატლეტიკოს მატჩი და ამ დაპირისპირებას მარკოს ლორენტეს გოლის გარეშე კვლავ არ ჩაუვლია. ესპანელმა განაპირა მცველმა მერსისაიდელებს ჯამში თავის კარიერაში შეუგდო მე-5 ბურთი, თანაც ყველა სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში.
"როხიბლანკოსის" მარჯვენა მცველზე მეტი გოლი ენფილზე არ გაუტანია არცერთ ფეხბურთელს, მეტიც, გუნდებს შორისაც კი უსწრებს მხოლოდ ორი - რეალ მადრიდი (9) და მისი ამჟამინდელი კლუბი (7). როგორც ვხედავთ, დიეგო სიმეონეს შეგირდების ბურთების 70%-ზე მეტი სწორედ 31 წლის განაპირა მცველმა შეაგდო.
გუნდებისა და ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლები ლივერპულის წინააღმდეგ ენფილდზე ჩემპიონთა ლიგაზე
| რეალი | 9 |
| ატლეტიკო | 7 |
| მარკოს ლორენტე | 5 |
| პსჟ | 5 |
| ბენფიკა | 5 |
| პსვ | 5 |
| ქარიმ ბენზემა | 4 |
| ბარსელონა | 4 |
| მილანი | 4 |
| ჩელსი | 4 |












