პრემიერ ლიგამ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ მანჩესტერ სიტი ცხრა სეზონის განმავლობაში ფინანსურ წესებთან დაკავშირებულ ყველა სერიოზულ დარღვევაში დამნაშავედ ცნო. ასევე დადასტურდა ის ფაქტიც, რომ "ქალაქელები" გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ.
"ლურჯებისთვის" უმკაცრესი სასჯელის გამოტანის მოთხოვნა ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა არის და ამ მხრივ სხვებზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედის ექს-მოთამაშეები აქტიურობენ. ეტიჰადის მკვიდრთა ფინანსურ დარღვევებზე კომენტარი გააკეთეს რიო ფერდინანდმა, უეინ რუნიმ, დავიდ დე ხეამ და ხუან მატამ.
რიო ფერდინანდი - "პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩემს კოლექციაში. თუ სასჯელი დარჩება ძალაში, მანჩესტერ სიტის მართლაც მოუწევს ტიტულების დაბრუნება. ასოციაციის თასის 2011-ის ჯილდოც ჩამოართვით და სტოკს გადაეცით".
უეინ რუნი - "სიმართლე გითხრათ, თავს უხერხულად ვიგრძნობ, თუ 2012 წლის ჩემპიონობა მანჩესტერ იუნაიტედს გადაეცემა. არ გაგვიკეთებია საკმარისი იმისთვის, რომ ტიტული მოგვეგო. კმაყოფილი ვარ იმით რაც მაქვს, აღნიშნული ჯილდო არ მჭირდება. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, მანჩესტერ სიტის ყველაზე ქვედა ლიგაში გავუშვებდი".
დავიდ დე ხეა - "მოვიდა დრო დავილაპარაკოთ იმის თაობაზე, თუ რამდენჯერ გავხდი პრემიერ ლიგის ჩემპიონი მანჩესტერ იუნაიტედში თამაშის დროს...".
ხუან მატა - "მქონდა იმის ბედნიერება, რომ მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ჩამეტარებინა ბევრი მატჩი, თუმცა ამის მიუხედავად, პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია...თუ ვცდები? ის, ვინც იტყუებოდა, დასჯილი უნდა იყოს".











