ტრანსფერი დაიხურა, ვიქტორ მუნიოზი ოსასუნადან კარიერას ლივერპულში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 22 წლის ესპანელ ვინგერს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ლივერპული მუნიოზის სანაცვლოდ €40 მილიონს გადაიხდის, საიდანაც €20 მილიონს რეალ მადრიდი მიიღებს, რადგან სამეფო კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობდა.

ვიქტორ მუნიოზმა ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ბარსელონას აკადემიაში გადადგა, საიდანაც მოგვიანებით რეალ მადრიდში გადავიდა. 2025 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელი ოსასუნას შეუერთდა, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
განიხილებოდა მისი როგორც ბარსელონაში, ისე რეალ მადრიდში დაბრუნებაც, საქმეში კი ნიუკასლიც იყო ჩართული. თუმცა საბოლოოდ ყველას ლივერპულმა აჯობა და ფეხბურთელი კარიერას სწორედ ინგლისურ გრანდში გააგრძელებს.














