სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღით ადრე, საკმაოდ საინტერესო გარიგებასთან ვართ ახლოს — თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა,
ალვარო მორატა მილანს უახლოეს საათებში დატოვებს! ესპანელი ფეხბურთელი
გალათასარაიში გადასვლასთანაა ახლოს.
იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელი მილანში სულ რაღაც 6 თვის წინ გადავიდა, როგორც ჩანს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს. გალათასარაი, რომ ფორვარდის დამატებაზე მუშაობდა, ამის შესახებ რამდენიმე თვეა რაც ვსაუბრობთ. განიხილებოდა გიორგი მიქაუტაძის ვარიანტიც, თუმცა როგორც ჩანს არჩევანი გამოცდილ ფეხბურთელზე შეჩერდა.
მორატას გალათასარაიში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი, თუმცა ფაქტია 32 წლის ფეხბურთელი "როსონერის" აუცილებლად დატოვებს. განიხილება ორი ვარიანტი: იჯარით წასვლა ან პირდაპირ გაყიდვა.