რეალ მადრიდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დირექტორთა საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ატლეტიკო მადრიდს ხულიან ალვარესის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ €150 მილიონიანი წინადადებით მიმართა. ფლორენტინო პერესი არგენტინელი ფორვარდის გადაბირებას აქტიურად ცდილობს და მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადასახდელადაც მზადაა.
თუმცა, როგორც ირკვევა, ატლეტიკო მადრიდმა შეთავაზება უკვე დაბლოკა. კლუბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მადრიდელებმა რეალს ფეხბურთელის მიმართ ინტერესისთვის მადლობა გადაუხადეს, მაგრამ არგენტინელის გასხვისებაზე უარი თქვეს. მთავარი მიზეზი მისი კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხის პუნქტია, რომელიც €500 მილიონს შეადგენს.
საინტერესოა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხულიან ალვარესს არა მხოლოდ რეალ მადრიდს, არამედ ბარსელონასაც აქტიურად უკავშირებდნენ. კატალონიური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს და არგენტინელს ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად მიიჩნევს, თუმცა მისი ტრანსფერის განხორციელება ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ რთულ ამოცანად ითვლება.














