პარი სენ-ჟერმენში არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზე ფიქრს აგრძელებენ. როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემები წერენ, პარიზულ გრანდში ახალ კონტრაქტებზე მუშაობენ და შემდეგი ფეხბურთელები, რომლებიც არსებულ ხელშეკრულებებს დიდი ალბათობით გაახანგრძლივებენ, დეზირე დუე, უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია იქნებიან.
პარიზული გრანდი დემბელეს ახალ 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფრანგი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში მოაწერს ხელს.
რაც შეეხება დეზირე დუეს, პარიზული გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს 2031 ან 2032 წლამდე სთავაზობს. 21 წლის ფეხბურთელი კლუბში ბედნიერია და ახალი ხელშეკრულების გაფორმება მისთვისაც პრიორიტეტულია. მხარეები საბოლოო დეტალებზე შეთანხმებას უახლოეს კვირებში გეგმავენ.
და ბოლოს, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ახალ კონტრაქტზეც მიმდინარე თვის დასაწყისში დავწერეთ. პარი სენ-ჟერმენი და ქართველი ფეხბურთელი შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კვარაცხელია არსებულ ხელშეკრულებას 2031 წლამდე გაახანგრძლივებს.


















