ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე 14 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილ RAF-ის ივენთზე იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება წარსულში UFC-ის მებრძოლი, ზაბიტ მაგომედშარიპოვი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2022-ში სპორტული კარიერა დაასრულა.
დაღესტნელი ვეტერანის ბოლო ბრძოლა თარიღდება 2019 წლის ნოემბრით, როდესაც მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კელვინ კატარს მოუგო. იმის შემდეგ, "მხეცმა" რამდენიმე წელი გაატარა სპორტს მიღმა, მაგრამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაბრუნდა და გრეპლინგში იუსეფ ზალალს აჯობა.
რაც შეეხება ქართველ ვეტერანს, ეს იქნება მისი დებიუტი, როგორც RAF-ზე, ისე ზოგადად, ჭიდაობაში. შეგახსენებთ იმასაც, რომ აქტიურ მებრძოლად "ნინძა" რჩება მსოფლიოს მთავარ პრომოუშენშიც, რომელშიც მისი მოუგებელი სერია უკვე 4 ჩხუბს ითვლის.
SAY LESS 😮💨 Zabit Magomedsharipov goes head-to-head with Giga Chikadze at #RAFABUDHABI NOV 14 at Etihad Arena. Tickets on sale now at the link in bio. https://t.co/HfdpmqZZEZ
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) October 6, 2026

















