პეპ გუარდიოლა აღარ არის მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი და მომდევნო ერთი წელი ის არც სხვა გუნდში იმუშავებს. როგორც ვხედავთ, ესპანელი სპეციალისტი იღებს პაუზას, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ და გადავიაზროთ მისი კარიერა. საინტერესოა, ვინ არის "ქალაქელთა" ექს-დამრიგებლის ყველაზე შედეგიანი შეგირდი?
მიუხედავად იმისა, რომ ხოსეპმა ეტიჰადზე გაატარა 10 წელი, არავინ გამოჩენილა ისეთი, ვინც გაიტანდა იმაზე მეტ გოლს, რამდენიც მისი დამრიგებლობით შეაგდო ლეო მესიმ ბარსელონაში. 211 ბურთი 55 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 219 შეხვედრაში, ასეთია არგენტინელი ფლეიმეიქერის მონაგარი.
ინტერ მაიამის კაპიტნის უახლოესი მდევარი არის ერლინგ ჰოლანდი, ვინც გუარდიოლას მწვრთნელობით 162 გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი იმის გათვალიწინებით, რომ არგენტინის ეროვნული გუნდის მე-10 ნომერმა და ნორვეგიელმა ფორვარდმაც ესპანელ სპეციალისტთან 4-4 სეზონი ითამაშეს.
ამის მიუხედავად, სხვაობა "ლა პულგასა" და მან სიტის თავდამსხმელს შორის 49 გოლს შეადგენს. საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე მეტი საგოლე პასი პეპის დამრიგებლობით გააკეთა კევინ დე ბრუინმა (164), მე-2 პოზიციაზე კი 94 ასისტით ისევ და ისევ მესი არის.
10 ფეხბურთელი, რომელმაც პეპ გუარდიოლას მწვრთნელობით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა
| ლიონელ მესი | 211 გოლი, 219 მატჩში | ბარსელონა |
| ერლინგ ჰოლანდი | 162 გოლი, 198 მატჩში | მანჩესტერ სიტი |
| სერხიო აგუერო | 124 გოლი, 182 მატჩში | მანჩესტერ სიტი |
| რაჰიმ სტერლინგი | 120 გოლი, 292 მატჩში | მანჩესტერ სიტი |
| ფილ ფოდენი | 111 გოლი, 369 მატჩში | მანჩესტერ სიტი |
| გაბრიელ ჟეზუსი | 95 გოლი, 236 მატჩში | მანჩესტერ სიტი |
| კევინ დე ბრუინი | 92 გოლი, 361 მატჩი | მანჩესტერ სიტი |
| ტომას მიულერი | 79 გოლი, 148 მატჩში | ბაიერნი |
| რიად მაჰრეზი | 78 გოლი, 236 მატჩში | მანჩესტერ სიტი |
| ბერნარდუ სილვა | 76 გოლი, 460 მატჩში | მანჩესტერ სიტი |








