ინტერ მაიამის ნახევარმცველმა, როდრიგო დე პოლმა ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე ისაუბრა. არგენტინელი შუახაზელის თქმით, მისი თანამემამულე ფლეიმეიქერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აშშ-ს მუნდიალს ფორმის პიკში შეხვდეს.
"ბოლო ორი ან სამი თვეა ინტერ მაიამიში გუნდურ ვარჯიშებს დავამატეთ კიდევ ერთი, განსაკუთრებული პროგრამა. დღეში გვაქვს ორი ვარჯიში, ცალკე ჩვენს ინსტრუქტორთან ერთად. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მუნდიალს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ", - განაცხადა არგენტინის ეროვნული გუნდის შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტეს" მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრია, ალჟირი და იორდანია იქნებიან. პირველ შეხვედრას "სელესიონი" 16 ივნისს ჩაატარებს. აქვე დავამატებთ, ეს იქნება რიგით მე-6 მუნდიალი ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის კარიერაში.








