2012 წლის 21 აპრილს კრიშტიანუ რონალდუმ ბარსელონას კარში კამპ ნოუზე გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშნვა შემოგვთავაზა. კატალონიელთა კარის აღების შემდეგ, პორტუგალიელმა ფორვარდმა გაიმეორა: "Calma, calma".
"ბლანკოსის" იმდროინდელმა ლიდერმა 100-ათასიან კამპ ნოუს სიმშვიდისკენ მოუწოდა. დედაქალაქელებმა დაამარცხეს საჩემპიონო ბრძოლაში "ბლაუგრანა", დააგროვეს 100 ქულა და სეზონის ბოლოს ტიტულიც აღმართეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბერნაბეუს ბინადრების მე-7 ნომრის გოლის აღნიშნვა მომავალში არაერთმა ვარსკვლავმა გაიმეორა.











