ცოტა ხნის წინ, ალ-აჰლი ზედიზედ მეორედ აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. საუდი პრო ლიგაში კი კონტინენტის საუკეთესო კლუბმა ალ-ნასრთან წააგო. ჯედელთა კარი აიღო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ფანებთან მცირე შელაპარაკება მოუვიდა.
როდესაც პორტუგალიელი თავდამსხმელი იღებდა მონაწილეობას მატჩისშემდგომ ინტერვიუში, "თეთრ-მწვანეების" გულშემატკივრებმა მიაძახეს მას, რომ ზედიზედ 2-გზის ჩემპიონები არიან. რიადელთა კაპიტანმა მათ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 5 ტიტულის ხსენებით უპასუხა.
Cristiano Ronaldo: “I have five Champions Leagues”. 🏆🏆🏆🏆🏆🖐🏽 pic.twitter.com/G5ARihr3VJ
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 29, 2026










