არსებობს მოსაზრება, რომ "ნეჯდის რაინდები" ამ ვიდეოთი თავიანთ კაპიტანს დაემშვიდობნენ. სიუჟეტში გვხვდება არაერთი მომენტი, რომელიც მიგვითითებს ისტორიის დასასრულისკენ და არა გაგრძელებისკენ. ამ ვერსიას კიდევ უფრო რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ "ყვითლების" მე-7 ნომერი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კი საუბრები აქამდე არ ყოფილა. 39 წლის თავდამსხმელმა ორი წლის მანძილზე ალ-ავალ პარკზე მოასწრო 89 მატჩის ჩატარება და 80 ბურთის გატანა. რაც შეეხება ტიტულებს, რონალდუმ ალ ნასრში არაბული საკლუბო ჩემპიონთა თასი მოიგო.













