ინტერ მაიამის არგენტინელმა ლეგენდამ ლეო მესიმ პორტუსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა.
"რონალდუს მიმართ უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი. დასაფასებელია, რაც მან თავის კარიერაში მიაღწია და საოცარია, ახლა რასაც აკეთებს - ის კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს.
ჩვენი მეტოქეობა მხოლოდ მოედანზე იყო. ყოველთვის გვინდოდა, რომ ჩვენი გუნდისთვის მაქსიმუმი გაგვეკეთებინა და რაც მაშინ ხდებოდა, ყველაფერი მოედანზე რჩებოდა.
შეიძლეაბ ჩვენ მოედანს გარეთ მეგობრები არ ვართ, მაგრამ მე და რონალდუ ერთმანეთს ყოველთვის პატივს ვცემთ", - განაცხადა მესიმ.











