კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ისტორიული მიღწევა დაამყარა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში 500 მატჩში იმარჯვა. პორტუგალიელი ფორვარდის შემდეგ, მოდიან ბრაზილიელი გოლკიპერები: ფაბიო მასიელი (484 მოგება) და როჟერიო სენი (470 მოგება). პირველი მათგანი ჯერჯერობით მოქმედი ფეხბურთელია.
რაც შეეხება ლიონელ მესის, 441 გამარჯვებით ის მეხუთე ადგილზე არის. ათეულში არის კიდევ ერთი მოქმედი ფეხბურთელი, მანჩესტერ სიტის ყოფილი კაპიტანი, ფერნანდინიო როზა, რომელსაც 423 მოგება აქვს. საინტერესოა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლუკა მოდრიჩი კარიერის ბოლომდე მოიგებს კიდევ 6-ჯერ, 10-ეულში ისიც შევა.
| კრიშტიანუ რონალდუ | 500 მოგება |
| ფაბიო მასიელი | 484 მოგება |
| როჟერიო სენი | 470 მოგება |
| დუგი გრეი | 465 მოგება |
| ლიონელ მესი | 441 მოგება |
| ემერსონ ლეაუ | 440 მოგება |
| რაიან გიგზი | 425 მოგება |
| ფერნანდინიო როზე | 423 მოგება |
| იკერ კასილასი | 418 მოგება |
| რობერტო დინამიტე | 415 მოგება |











