კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრისგან საჩუქარი მიიღო. ეს არის BMW XM Red Label-ი, რომლის ღირებულება 199 064 ევროა. შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რიადული კლუბი და ბავარიული კომპანია პარტნიორები გახდნენ. პორტუგალიელმა ფორვარდმა კი ამ ყველაფრის ნიშნად საჩუქარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტომობილი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი "ყვითლების" კაპიტნის კოლექციაში. მის ავტოფარეხში შეხვდებით 4.9 მილიონის ღირებულების Rolls-Royce-ს, ასევე მილიონის ფარგლებში ლეგენდარულ 7-იანს სხვადასხვა დროს 3 Bugatti აქვს ნაყიდი. საერთო ჯამში მის კოლექციაში 10-მდე ავტომობილია.














