"მესი ღმერთმა უსაზღვრო ნიჭით დაასაჩუქრა. ის დაბადებული იყო ფეხბურთის სათამაშოდ - ასე ინება უფალმა. რონალდუ სხვა ფენომენია, ის ფეხბურთით არის შეპყრობილი. კრიშტიანუ ყოველ წამს ვარჯიშზე და განვითარებაზე ფიქრობს. მისთვის 200%-იანი შედეგიც კი არ არის საკმარისი. მან საკუთარი თავი თავად შექმნა.
რთულია მათ შორის საუკეთესოს დასახელება. ორივე სხვადასხვაგვარად არის დიდებული. პორტუგალიელი თავდამსხმელის შრომა კი მართლაც დასაფასებელია. ზოგადად, ეს არის ძალიან სუბიექტური საკითხი და ცხადია, ყველას საკუთარი მოსაზრება გააჩნია", - განაცხადა "ნერაძურის" ექს-უკანახაზელმა.













