ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელიფრანკ ლებოფი აცხადებს, რომ ფეხბურთელისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგეხსენებათ, ლებოფმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალი 1998 წელს მოიგო.
"რონალდუმ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია, ათწლეულები მას და ლეო მესის ერთმანეთს ადარებდნენ, რაც დიდი მიღწევაა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია.
როცა რონალდუს ვაკრიტიკებდი, მისი ფანები მეუბებოდნენ, რას მიაღწიე შენ ცხოვრებაში? - ამას მარტივი პასუხი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. მე მუნდიალის ტიტული მაქვს, რონალდუს კი არა.
მუნდიალის მოგება უმნიშვნელოვანესია მაშინაც კი, თუფრანკ ლებოფი ხარ. ვიმედოვნებ, 2026 წელს რონალდუ ამას შეძლებს", - განაცხადაფრანკ ლებოფმა.











