გერმანიის თასის 1/32 ფინალში კარლსრუე ლოტეს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებლად, 5:0 დაამარცხა მეტოქე.
ბუნდესლიგა 2-ში გაბრწყინების შემდეგ, კარლსრუეს ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ თავი ამჯერად თასზე გამოიჩინა.
ბუდუმ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ თავადაც გაიტანა, 7.8 შეფასება მიიღო და კარსლრუეს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება კარსლსრუეს მეტოქე გერმანიის თასის 1/16 ფინალში.