ზედიზედ მეორედ! — ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

25 წლის ქართველმა ჯუდოკამ 1/8 ფინალში ბრაზილიელი რეისესი იუკოთი დაამარცხა, ხოლო შემდეგ გერმანელ შტარკეს ორი ვაზარით აჯობა. 1/2 ფინალში, ლიპარტელიანმა სერბ პერიშიჩს ვაზარით მოუგო და ფინალში გავიდა. ფინალურ ორთაბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი ფავაზი 1 ვაზარის და 3 იუკოს უპირატესობით დაამარცხა და ზედიზედ მეორე გახდა თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი.
ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი ნინო ლოლაძემ მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ შტარკეს იპონით აჯობა და პირველად მოიპოვა გრანდ სლემზე მედალი. 66 კგ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალს თემურ ნოზაძე დაეუფლა.







