აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
57 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორე გავიდა ფინალში ეთერ ლიპარტელიანი და შარშან მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება.
ეთერ ლიპარტელიანი 1/2 ფინალამდე 3 იპონით მივიდა — ქართველმა ძიუდოისტმა ურუგვაელი ლეპოლდი, ბრაზილიელი სოუზა და ხორვატი პულჯიზი დაამარცხა. 1/2 ფინალში, ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ ბალჰაუსს იუკოთი აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18 საათზე აიღებს სტარტს.












