აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეექვსედ გავიდა ფინალში და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების, შვეიცარიის, სლოვენიის და სერბეთის წარმომადგენლები დაამარცხა.
ფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე მასპინძელ ცკაევს და ყაზახ ჟუბანაზარს შორის გამარჯვებული იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.






![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)




