იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საქართველოდან ფინალში ბოლო გამომსვლელი ნიკა ეგაძე იყო. ქართველმა 154,79 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრებს 6 ქულა მოუტანა.
საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა ქულა 56 დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში პირველად მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად, პირველად იასპარეზა ფინალში.
გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოდან ნიკა ეგაძემ, ანასტასია ბერულავამ, დიანა დევისისი/გლებ სმოლკინის და ლუკა ბერულავა/ანასტასია მეტელკინას წყვილმა იასპარეზა.
რაც შეეხება ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს, ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ამერიკის შეერთებული შტატები გახდა, მეორე ადგილი იაპონიამ დაიკავა, ბრინჯაოს მედალი მასპინძელმა იტალიამ მოიპოვა.



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








