ერთა ლიგის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ქვეყნის ისტორიულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ზოგადად, მამარდაშვილისთვის ეს სეზონი გამორჩეულია. ის ვალენსიაშიც მაღალი დონის მატჩებს ატარებს და გასაკვირი არაა, რომ ბევრი მსურველი ჰყავს.
საბერძნეთთან მატჩის შემდეგ კი ქართველის ვალენსიადან წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩელსიზე აქამდეც დაწერილა, თუმცა ლონდონური კლუბის მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
ჩელსის ზაფხულში მეკარის დამატება აქვს გადაწყვეტილი და 3 კანდიდატს განიხილავს, რომელთაგან ყველაზე რეალური სწორედ მამარდაშვილია.