საქართველოს ნაკრებისა და სტ.ეტიენის ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას ეხმაურება.
"კვარას პსჟ-ში ტრანსფერი ჩემთვის სიურპრიზი არ იყო, რადგან ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და ვიცოდი, რომ პარიზში მიდიოდა. სასიამოვნოა, რომ ერთ ლიგაში 3 ქართველი ფეხბურთელი ვითამაშებთ და ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიქნებით. მე ჟორჟს და კვარას ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს.
კვარა ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და შემდეგ ეს ყველაფერი მოედანზე გადააქვს. მას ორივე ფეხით თამაში შეუძლია, იტანს გოლებს და ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ვინგერებს შორისაა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის დავამარცხო. ცხოვრებაში ერთმანეთის მეგობრები ვართ, თუმცა მოედანზე ყველაფერი იცვლება. მის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშე, როცა მე არსენალ ტულას, ხოლო ხვიჩა რუბინის შემადგენლობაში გამოდიოდა", - განაცხადა დავითაშვილმა.