სტამბოლში გამართულ ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ.) პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავემ ე.წ. „ბრინჯაოს ფინალში“ უკრაინელი მიხაილოვი დაამარცხა და საქართველოს ღირსებას ოლიმპიადაზე დაიცავს.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 4 ლიცენზია აქვს, პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების საგზური, ვლადიმერ გამყრელიძეს, გენო პეტრიაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გოდერძი ძებისაშვილს აქვთ მოპოვებული.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან 2 მოჭიდავეს აქვს ლიცენზია, რამაზ ზოიძესა (67 კგ.) და რობერტ კობლიაშვილს (97 კგ.).
შეგახსენებთ, XXXIII ოლიმპიური თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
80 დღე ოლიმპიურ თამაშებამდე - რას ველოდებით ქართველი მოკრივეებისგან?



















