დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოახლოვებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში დინამო მახაჩკალაში მოთამაშე ჯიმი ტაბიძე გამოიძახა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ვიცი, რომ რუსეთში თამაში ოპტიმალური არ არის, თუმცა როგორც გითხარით, ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს. ზოგი ტრავმირებულია, ზოგი უთამაშებელი.
ამიტომ სხვა გზა არ იყო. ტაბიძე გამოცდილი მცველია და ნაკრებში გამოვიძახე. მესმის, რომ რუსეთიდან ფეხბურთელის გამოძახება სასიამოვნო არ არის. ცენტრალური მცველის პოზიციაზე გვყავს დებიუტანტი ლუკა გადრანიც", - განაცხადა სანიოლმა.