მადრიდის რეალის თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი როდრი ერნანდესის ოქროს ბურთის მოგებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ თვეებში ცნობილი იყო, რომ წლის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ბრაზილიელი ფორვარდი გახდებოდა, მაგრამ ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ცნობილი გახდა, რომ ოქროს ბურთს მოიგებდა არა "სამეფო კლუბის" თავდამსხმელი, არამედ ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი. ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ "ბლანკოსმა" წლის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა და ცერემონიამ აღნიშნული კლუბის წევრების გარეშე ჩაიარა.
დაჯილდოებას არ ესწრებოდა კარლო ანჩელოტიც კი, რომელიც წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. დავუბრუნდეთ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების მე-7 ნომერს, რომელიც მანჩესტერ სიტის შუახაზელის მოგებას ასე გამოეხმაურა: "თუ საჭირო გახდება, 10-ჯერ ვცდი. ისინი მზად არ არიან".